11:52 - 03 Aug, 2026
|
2020-10-29 11:16:49, 461 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა მისაღებად 4639 ადგილია მობილიზებული
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში დამატებით 6616 საწოლის მობილიზაციის რესურსი არსებობს. მისივე თქმით, კოვიდთან ბრძოლაში შესაძლოა, კიდევ 15 საავადმყოფო ჩაერთოს. „დღეს ქვეყანაში გვაქვს 1709 კოვიდ დადებითი შემთხვევა, ამ ეტაპისთვის ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 4209 პაციენტი, იმ საავადმყოფოების ბაზაზე, რომელიც დღესდღეობით ჩართულია, კოვიდპანდემიის მართვაში და ასეთი არის 57 საავადმყოფო, მობილიზებულია 4639 ადგილი. ასევე, ჩვენ გვაქვს დამატებითი რესურსი, რომ მობილიზაცია გავუკეთოთ 6616 საწოლს. არსებობს გარკვეული გეგმა, რის შემდეგაც შეგვიძლია ჩავრთოთ კიდევ დამატებით 15 საავადმყოფო შესაბამისად 2000-ზე მეტი საწოლფონდით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)