|
2020-10-28 11:11:59, 479 ნახვა
საზოგადოება
თაფლის წარმოების და ფუტკრის ოჯახის მოვლის შესახებ ტრენინგები იმერეთის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტი ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. „ეკოგრანტების პროგრამის” ფარგლებში, იმერეთის რვა მუნიციპალიტეტში (ზესტაფონი, წყალტუბო, ჭიათურა, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხარაგაული) ადგილობრივი მეფუტკრეებისთვის ტრენინგები თაფლის წარმოების და ფუტკრის ოჯახის მოვლის შესახებ ჩატარდა. სამინისტროს ექსპერტმა, გიორგი ბერუჩაშვილმა მეფუტკრეებს დარგში არსებული სიახლეები, ფუტკრის დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები, თაფლის წარმოებისა და ფუტკრის ოჯახის მოვლის ტექნოლოგიური რუკა და მეურნეობის დაგეგმვის მნიშვნელობა გააცნო. ტრენინგები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და ფერმერებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ტრენერისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათ მუნიციპალიტეტებშია პრიორიტეტული. ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილებაზე, მისგან გამოწვეულ რისკებსა და კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაზე, რომელიც მსმენელებს, „ეკოგრანტების პროგრამის” ფარგლებში, მარი ბენდელიანმა გააცნო. თაფლის წარმოების და ფუტკრის ოჯახის მოვლის შესახებ ტრენინგების ფარგლებში, სულ, 160-მდე ფერმერი გადამზადდა. „ეკოგრანტების პროგრამის" ფარგლებში, ტრენინგები ასევე ჩატარადა სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში. ტრენინგი თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ გაიმართა და მასში მონაწილეობა 230-მდე ფერმერმა მიიღო. „ეკო-გრანტების პროგრამა" ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ისა და მისი პარტნიორების მიერ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში და ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი” (CTC).
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)