|
2020-10-25 18:07:42, 919 ნახვა
საზოგადოება
რომის პაპმა ფრანცისკემ აფროამერიკელი კარდინალი დანიშნა
რომის პაპმა ფრანცისკემ აფროამერიკელი კარდინალად დანიშნა - ამის შესახებ novayagazeta, "ვაშინგტონ პოსტზე" დაყრდნობით წერს. მედიის ინფორმაციით, პირველად ისტორიაში, აფროამერიკელი ადამიანი, კარდინალი გახდა. მისი სახელია არქიეპისკოპოსი უიტონ გრეგორი და ის წარმოშობით ვაშინგტონიდანაა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რომის პაპის არჩეულ კანდიდატებს შორის ოთხი 80 წლისაა. ამავდროულად უნდა ვთქვათ, ისიც, რომ ხსენებული აფროამერიკელი კარდინალი ცნობილია იმით, რომ ის აქტიურად უჭერს მხარს ერთნაირსქესიან საზოგადოებას. გრეგორიმ გააკრიტიკა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოქმედებები. საქმე ეხება ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას, რომელიც ასევე ფერადკანიანი გახლდათ. „ტრამპი ვერ შეძლებს ძალის გამოყენებით მოსახლოების შეჩერებას, ისინი სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ“, - აცხადებს უიტონ გრეგორი (აფროამერიკელი კარდინალი) ცნობისთვის, თვითონ რომის პაპი ფრანცისკე სახალხოდ გამოხატავს თანადგომას სექსუალური უმცირესობების მიმართ და 21 ოქტომბერს მან განაცხადა ახალი კანონის შესახებ, რომელიც ერთნაირსქესიან ადამიანებს ოჯახის შექმნის უფლებას აძლევს. „მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ ოჯახი და ჰყავდეთ შვილები. არავის არ აქვს უფლება ვინმეს თავი არარეალიზებულად და გარიყულად აგრძნობინოს“, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)