17:15 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 18:16:32, 710 ნახვა

კომენტარი
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები და ადამიანებს დააბრალო რაღაც

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში გუშინ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ მედიასთან ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურმა დამნაშავის შესაძლო თანამზრახველების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და პოლიცია ყველა მიმართულებით მუშაობს. არ შეიძლება გამოძიების მსვლელობისას მტკიცებით ფორმაში ადამიანებს რაღაც დააბრალო.

„გამოძიების ირგვლივ ბევრი ვერსია გავრცელდა, თუმცა თანამზრახველების შესახებ ამას ჯერ ვერ დავადასტურებ, რა თქმა უნდა. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. შეიძლება იქ 10 ადამიანი ყოფილიყო დამნაშავის თანამზრახველი 43 ადამიანში. ვერავინ ვერ იტყვის ამას იყო, თუ არ იყო.

გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები ადამიანების, დააბრალო რაღაც, რომელიც არ იცი მტკიცებულებით ფორმაში. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

რაც შეეხება დავით ხვიბლიანი ის იყო მძევალი. ამაზე ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვით. 43 ადამიანში ერთ-ერთი იყო დავით ხვიბლიანი. ჩვეულებრივად გამოძიება მიდის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics