|
2020-10-22 12:48:38, 511 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - რა იყო ის, რაც გუშინ ვნახეთ ზუგდიდში? საქართველოშია ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ზუგდიდში გუშინ განვითარებული მოვლენები ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო პრაქტიკულად განადგურებულია. მისივე თქმით, საქართველოშია ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი. „რა იყო ის, რაც გუშინ ჩვენ ვნახეთ, ასეთი რამე, არა მხოლოდ საქართველოში არ იყო არასდროს წარმოსადგენი, შევარდნაძის დროსაც კი, ასეთი რამე შეუძელებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში ნებისმიერი სხვა ქვეყანაში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საქართველოს სახელმწიფო მათ პრაქტიკულად გაანადგურეს, რაშიც ჩვენ გუშინ დავრწმუნდით. საქართველოში აღარ არის სახელმწიფო, საქართველოშია ბიუჯეტის ქურდების და კრიმინალების ჰიბრიდი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ დიდი დაუცველობის განცდა, არა მხოლოდ ჯანმრთელობის და ფინანსური, არამედ ფიზიკური კუთხითაც, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. „გუშინ შეიარაღებული თავდამსხმელი მივიდა თავდასხმის ადგილზე, ჩაცმულობით, იარაღით, როგორც ამბობენ, გატაცებული მანქანით, ქალაქის ცენტრში, ისე, რომ არავინ გააჩერა, რატომ? იმიტომ, რომ იქ იყო დაგეგმილი „ნაციონალური მოძრაობის" მრავალათასიანი აქცია, და მთელი სუს-ი და პოლიცია კი გადართული იყო იმ აქციის კონტროლზე. „მარშუტკა" არავის წაეყვანა დამატებით, ავტობუსებს აკონტროლებდნენ, სურათებს უღებდნენ ხალხს და მათ არ ეცალათ ნამდვილად მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის და კრიმინალებისთვის. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)