|
2020-10-22 12:12:21, 444 ნახვა
კომენტარი
ოქრიაშვილი დმანისის მოვლენებზე - სამართალდამცავი ორგანოების დროული ჩართულობის შემთხვევაში ეს არ მოხდებოდა!
პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი გუშინ დმანისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ოქრიაშვილის თქმით, სამართალდამცავი ორგანოების დროული ჩართულობის შემთხვევაში ეს არ მოხდებოდა. „მსურს, გამოვეხმაურო 21 ოქტომბერს დმანისში, „ქართული ოცნების“ შტაბში და მის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს. გუშინ, საღამოს საათებში „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, ზურა ოკმელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა სამი პირი. ამავდროულად, ოკმელაშვილი სწორედ ის პერსონაა, რომელმაც თანმხლებ პირებთან ერთად, ჩვენს აქტივისტს პოლიტიკური მოტივით, ფიზიკურად გაუსწორდა მას, ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ავტომობილი, რომლის დამადასტურებელი ვიდეო-მტკიცებულება არსებობს და გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებისათვის. შევახსენებ საზოგადოებასა და ჩემს ოპონენტს „ქართული ოცნებიდან“ გოგი მეშველიანს - ჩვენ ამ პიროვნების, ოკმელაშვილის პასუხისგებაში მიცემას უკვე თვეზე მეტია ვითხოვთ და სამართალდამცავი ორგანოების დროული ჩართულობა და რეაგირება რომ ყოფილიყო, 21 ოქტომბრის ინციდენტი არ მოხდებოდა! და ბოლოს, გოგი მეშველიანის განცხადებით, ის თითქოს საერთოდ არ იცნობს ოკმელაშვილს და ეს თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად ჩემი ხელწერაა. ამ ცრუ-ბრალდებას მხოლოდ მოკლედ შევეხები - ოკმელაშვილი აქტიურად არის ჩართული მეშველიანის წინასაარჩევნო კამპანიაში, რასაც ორი კვირის წინ მათი ერთობლივად გადაღებული და სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოსურათებიც ადასტურებს. და მეორე - 2012 წლამდე თავად ბატონი მეშველიანი როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კადრი და გულშემატკივარი, ჯერ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მუშაობდა, ხოლო უშუალოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, კობა ნაყოფიას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)