|
2020-10-20 23:59:23, 734 ნახვა
საზოგადოება
გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში ბინები გადაეცემათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დევნილ ოჯახს, ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს გადასცემს. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, იმერეთის რეგიონში 28 ობიექტი იხურება, რომლებიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ნგრევადია. დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით 93 დევნილი ოჯახი ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებს, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში, უპირობოდ, გადაეცემათ. სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ქუთაისში (აბაშიძის გამზ. N27) სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში, 21-22 ოქტომბერს გაიმართება.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)