|
2020-10-20 12:11:37, 467 ნახვა
საზოგადოება
ნათია მეზვრიშვილი - დღეს რესურსები სახელმწიფოს აქვს, საუბარია როგორც ექიმებზე, ისე საწოლების ფონდზე, თუმცა ეს ყველაფერი ამოუწურავი არ არის
სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება სრულად მიუხედავად მზარდი მაჩვენებლისა, ამიტომ რაც უნდა გავაკეთოთ ერთადერთი და უპირველესი არის წესების მაქსიმალურად დაცვა, პირბადე და სოციალური დისტანცია რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მართვას ექვემდებარებოდეს და ასე გავაგრძელოთ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ვიმყოფებით ვირუსის მართვისა და ვირუსთან ადაპტაციის პროცესში, რაც გულისხმობს კონკრეტული წესების დაცვას და ამ პროცესში თავისი როლი აქვს როგორც სახელმწიფოს, ისე ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს. „ჩვენ ვიმყოფებით ვირუსის მართვისა და ვირუსთან ადაპტაციის პროცესში, რაც გულისხმობს კონკრეტული წესების დაცვას, გულისხმობს იმას, რომ ამ პროცესში თავისი როლი აქვს როგორც სახელმწიფოს, ისე ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს. რესურსებზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რადგან ამასთან დაკავშირებით კითხვები ხშირად არის. დღეს ეს რესურსები სახელმწიფოს აქვს, საუბარია როგოც ექიმებზე, ისე საუბარია და ხშირად ისმის შეკითხვები საწოლების ფონზე, თუმცა ეს ყველაფერი ბუნებრივია ამოუწურავი არ არის და მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან წესები. დღესაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება, ვინც არის მძიმე, ვინც არის რისკ-ჯგუფის პაციენტი, საკმარისი რაოდენობა რესურსების ამ ადამიანებისთვის სახელმწიფოს დღეს გააჩნია თუმცა, როცა ამას ვლაპარაკობთ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ვიყოთ ფრთხილად რომ შევინარჩუნოთ ეს სიტუაცია მაქსიმალურად გრძელვადიან პერსპექტივაში. კლინიკურ მართვას სახელმწიფო აგრძელებს და კლინიკურ მართვის ახალი მოდელი გვაძლევს საშუალებას, რომ საჭიროების მიხედვით საწოლების საჭირო რაოდენობა გვქონდეს. საუბარია იმაზე, რომ ახალი მოდელის მიხევდით, ოჯახის ექიმების კონსულტაციების შედეგად პაციენტების გარკვეული ნაწილი, მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას განაგრძობენ სახლში, გარკვეული ნაწილი მკურნალობას განაგრძობენ ე.წ. „კოვიდ სასტუმროებში" და მძიმე პაციენტები მკურნალობას განაგრძობენ საავადმყოფოებში. როდესაც სახლში და "კოვიდ სასტუმროებში" მკურნალობაზე ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი ხდება ექიმის მეთვალყურეობით. იყო ბოლო დღეებში გარკვეული უკმაყოფილებები ცალკეულ „ქეისებზე", რა თქმა უნდა, ხარვეზები არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ხარვეზები არ არის სისტემური და ყველა ასეთ შემთხვევას ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დროულად მოვახდინოთ რეაგირება. გარკვეულწილად, ეს გამოწვეულია იმით, რომ შემთხვევების მატებასთან ერთად, რაც ალბათ კიდევ გაიზრდება, არის გარკვეული პანიკის ეფექტი, ყველას გვახსოვს, რომ იყო ასეთი შეთხვევა თავდაპირველად, როდესაც მაგალითად144 გადაგვეტვირთა, იყო გარკვეული ხარვეზები, რომლებიც ჩვენ შემდგომ მოვაგვარეთ, ამით არის ეს პრობლემები გამოწვეული, რა თქმა უნდა, გარკვეულ შემთხვევებში იქ არის რაღაც ცალკეული შემთხვევები პირველადი ჯანდაცვის სფეროში, ცალკეული ხარვეზები, თუმცა ამასაც ვცდილობთ მაქსიმალურად დროულად მოვაგვაროთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)