|
2020-10-16 19:31:17, 623 ნახვა
საზოგადოება
ეკა ადამია: შეკვეთილის ცხელების ცენტრი სრულადაა აღჭურვილი, როგორც ცხელების მქონე, ასევე კოვიდდადასტურებული პაციენტების სამართავად
კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემა სიტუაციას მართავს და სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაში გაჟღერებული ცნობები იმის შესახებ, რომ უწყება ვერ უმკლავდება პაციენტების მართვას, ვითარების ხელოვნურად დაძაბვას ემსახურება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედებს 44 დაწესებულება როგორც ცხელების, ისე კოვიდ 19-ის მართვის ფუნქციით. მათ შორისაა ახლადგახსნილი შეკვეთილის ცხელების ცენტრი. ადამიას განცხადებით, კლინიკაში 21 საწოლი და ოთხი სასუნთქი აპარატია მობილიზებული. საჭიროებიდან გამომდინარე იგეგმება მათი დამატებაც. ეკა ადამიას ინფორმაციით, აღნიშნული ცენტრის ინფრასტრუქტურა სრულადაა აღჭურვილი, როგორც ცხელების მქონე ასევე კოვიდდადასტურებული პაციენტების სამართავად. „ზოგადად გარკვეული ვნებათაღელვა შეინიშნება მედიასაშუალებებში ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან ერთად. არის მცდელობა, დაძაბონ ქვეყანაში არსებული ფონი, და ეს არის ძალიან ცუდი, ვინაიდან სიტუაცია არ არის ისეთი მძიმე, როგორც შეიძლება ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დასახოს და ასეთ დროს პირიქით გამოვიწვიოთ პანიკა მოსახლეობაში, რისი საფუძველიც რეალურად არ არსებობს. ჯანდაცვის სისტემა სავსებით მზად არის ამ პროცესის სამართავად. ქვეყანაში 44 კლინიკაა მომზადებული როგორც ცხელების, ასევე კოვიდის დადასტურების შემთხვევების სამართავად. მომზადებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები და ისინი ონლაინ, ბინაზე მართავენ პაციენტებს. ამდენად ეს პროცესი ამ ეტაპისთვის სრულიად მართულია და პანიკის და დეზინფორმაციის გავრცელების არანაირი საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. პირიქით, ეს ემსახურება უფრო მეტი დაძაბულობის შექმნას, პაციენტების დაშინებას და შიშის დათესვას მოსახლეობაში, რაც კარგ შედეგს არავის არ მოუტანს. სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ამ პროცესს და მართოს კოვიდი მთელ ქვეყანაში,“ - განაცხადა ეკა ადამიამ.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)