18:07 - 02 Aug, 2026
|
2020-10-16 15:29:04, 771 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის ხელისუფლება კოვიდსიტუაციას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს
პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ კრიზისს ვერ უმკლავდება.
როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება კოვიდსიტუაციას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს.
,,პამდემიის უპრეცედენტო ზრდამ აშკარა გახადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ,,ქართული ოცნება" ვერ უმკლავდება კრიზისს, ვერ ეკონომიკური და ვერც ჯანდაცვის კუთხით. პირველ ეტაპზე, ვიდრე მეორე ტალღა დაიწყებოდა, როდესაც შემთხვევების რაოდენობამ გადააჭარბა უკვე მოლოდინზე მეტს, ქვეყნის ჩაკეტვამ, ეკონომიკის ჩამოშლამ გაუაზრებელმა ნაბიჯებმა და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერამ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან მოიტანა პრაქტიკულად ეკონომიკის განადგურება, ადამიანებისთვის მომავლის იმედის არავითარი ქონა. გარდა ამისა, უამრავი ადამიანის ელემენტარული შემოსავლის წყაროს მოსპობამ გამოიწვია ის, რომ მთელი ამ დროის მანძილზე არავითარი მოსამზადებელი სამუშაოები არ გატარებულა. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ფიქრობდა მხოლოდ იმაზე, რომ როგორმე კოვიდთან არსებული სიტუაცია გამოეყენებინა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. დღეს უკვე აშკარაა, რომ არავითარი კრიზისის მართვა არ არსებობს. უკვე აშკარაა, რომ ადამიანები ხელისუფლებამ დატოვა მხოლოდ ბედის ანაბარა. აშკარაა, რომ ივანიშვილს არ ადარდებს ჩვენი თანამოქალაქეების ბედი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ კრიზისს ვერ უმკლავდება.
როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება კოვიდსიტუაციას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს.
,,პამდემიის უპრეცედენტო ზრდამ აშკარა გახადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ,,ქართული ოცნება" ვერ უმკლავდება კრიზისს, ვერ ეკონომიკური და ვერც ჯანდაცვის კუთხით. პირველ ეტაპზე, ვიდრე მეორე ტალღა დაიწყებოდა, როდესაც შემთხვევების რაოდენობამ გადააჭარბა უკვე მოლოდინზე მეტს, ქვეყნის ჩაკეტვამ, ეკონომიკის ჩამოშლამ გაუაზრებელმა ნაბიჯებმა და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერამ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან მოიტანა პრაქტიკულად ეკონომიკის განადგურება, ადამიანებისთვის მომავლის იმედის არავითარი ქონა. გარდა ამისა, უამრავი ადამიანის ელემენტარული შემოსავლის წყაროს მოსპობამ გამოიწვია ის, რომ მთელი ამ დროის მანძილზე არავითარი მოსამზადებელი სამუშაოები არ გატარებულა. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ფიქრობდა მხოლოდ იმაზე, რომ როგორმე კოვიდთან არსებული სიტუაცია გამოეყენებინა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. დღეს უკვე აშკარაა, რომ არავითარი კრიზისის მართვა არ არსებობს. უკვე აშკარაა, რომ ადამიანები ხელისუფლებამ დატოვა მხოლოდ ბედის ანაბარა. აშკარაა, რომ ივანიშვილს არ ადარდებს ჩვენი თანამოქალაქეების ბედი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)