22:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-16 13:42:02, 548 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - კუბილიუსი  „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია და მისი პოზიცია არ არის გასაკვირი

ანდრიუს კუბილიუსი  „ნაციონალური მოძრაობის" ისეთივე მხარდამჭერია, როგორც ნებისმიერი სხვა და მისი პოზიცია გასაკვირი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადება, მისი ირონია და დამოკიდებულება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი და გამაღიზიანებელია.

„ანდრიუს კუბილიუსი  „ნაციონალური მოძრაობის" ისეთივე მხარდამჭერი და შეიძლება ითქვას ერთი გაერთიანებული პოლიტიკური გუნდის წევრია, როგორც ნებისმიერი სხვა გინდ „ევროპული საქართველოდან", გინდ  „ნაციონალური მოძრაობიდან" და მისი პოზიცია არ არის გასაკვირი. მისი ირონია და დამოკიდებულება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი და გამაღიზიანებელია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიმდინარე კვირას დავით გარეჯის საკითხს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რეალური პრობლემების გადაფარვას ცდილობს და მათი განცხადებები დავით-გარეჯის საქმეზე, სასაცილოა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics