|
2020-10-15 17:02:38, 496 ნახვა
საზოგადოება
„აწარმოე საქართველოში“ 2020 WTPO Awards-ის გამარჯვებულია
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ World Trade Promotions (WTPO) Awards 2020-ზე საუკეთესო ექსპორტის მხარდამჭერ სააგენტოდ დასახელდა. 14 ოქტომბერს გამართულ ცერემონიაზე, საქართველოსთან ერთად ჯილდოები შვედეთსა და კოსტა რიკასაც გადაეცათ. წლევანდელი ცერემონიის მთავარი ფოკუსი იყო ექსპორტის განვითარების კუთხით შემუშავებულ ინიციატივებზე. „აწარმოე საქართველოში“ კი ერთ-ერთი იყო 18 ფინალისტ სააგენტოს შორის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ავსტრია, ჰოლანდია, ლიეტუვა, პორტუგალია და შვედეთი. ფინალისტებისა და გამარჯვებული ორგანიზაციების შერჩევის პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები ექსპორტისა და ვაჭრობის კუთხით. ღონისძიებას კი წამყვანი კომპანიები და საჯარო დაწესებულებები აკვირდებიან. “ასეთი დონის საერთაშორისო აღიარება, საქართველოს კიდევ ერთი წარმატებაა, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე”, - აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი. WTPO Awards პრესტიჟული, ტრანსნაციონალური კონკურსია, რომელიც 2004 წელს შეიქმნა ვაჭრობის ხელშემწყობ ორგანიზაციებს შორის საუკეთესოების გამოსავლენად. წელს, ღონისძიებაში 60 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რაც უპრენცენდენტოდ მაღალი რიცხვია მთელი ისტორიის მანძილზე. WTPO Awards-ს ატარებს გაერთიანებული ერებისა და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის საერთო სააგენტო - საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი. სააგენტო მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერას და აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო სააგენტოებთან ყველა კონტინენტზე.
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)