|
2020-10-13 15:04:05, 502 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ადამიანებს დაუბრუნდათ შეგრძნება და განცდა, რომ სახელმწიფო მათ სამსახურში დგას
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ადამიანებს დაუბრუნდათ შეგრძნება და განცდა, რომ სახელმწიფო მათ სამსახურში დგას, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ნინოწმინდაში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამველ მანუკიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო იმ მძიმე ვითარების გამოსწორება, რაც თითქმის ყველა სფეროში არსებობდა. „დღეს, საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ და ულამაზეს მხარეში ვიმყოფებით, სადაც ძალიან მშრომელი, გამორჩეული ხალხი ცხოვრობს. სწორედ თქვენნაირ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა და სწორედ ნინოწმინდაში მაცხოვრებელი, მრავალფეროვანი ხალხის ერთობა აძლიერებს საქართველოს. "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით მოვიდა და მაშინვე დაიწყო იმ მძიმე ვითარების გამოსწორება, რაც თითქმის ყველა სფეროში დაგვხვდა. ყველაფრის ერთბაშად გამოსწორება, რა თქმა უნდა, მარტივი არ ყოფილა, თუმცა ეტაპობრივად, ჩვენ შევძელით, რომ სახელმწიფო ხალხის სამსახურში ჩაგვეყენებინა და ყველა უწყება შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების გზას დადგომოდა. ჩვენმა გუნდმა კოლოსალური თანხები ჩადო სოფლის მეურნეობაში, ამოქმედდა უამრავი სახელმწიფო პროგრამა, განათლება და ჯანდაცვა ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა, ბიზნესი სახელმწიფო წნეხისგან გათავისუფლდა და რაც მთავარია, ადამიანებს დაუბრუნდათ შეგრძნება და განცდა, რომ სახელმწიფო მათ სამსახურში დგას. ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და კანონის წინაშე ჩვენ ყველა ვართ თანასწორები. გაკეთებული საქმეების, მასშტაბური ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევებია. არსებობს პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება. არსებობს გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ღირსეული პასუხი. დარწმუნებული ვარ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმ განვითარების გეგმით, იმ საარჩევნო პროგრამით, რომლიც ჩვენ წარვუდგინეთ მოსახლეობას, შევძლებთ არა მხოლოდ ამ რეგიონში, ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბით ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას. მინდა წარმატებები გისურვოთ, წარმატებები ვუსურვო ამ რეგიონს, წარმატებები ვუსურვო ჩვენს საქართველოს“, - განაცხადა კალაძემ.
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)