17:18 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 13:47:18, 503 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელმაც ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა

„სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც მოხვდა ადამიანს და გამოასალმა სიცოცხლეს ან ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას", - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ  სააკაშვილი არ არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროგრესი უზრუნველყოს საქართველოში.

 „მან ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა ქვეყანას. რასაკვირველია, რაღაც პროგრესული ნაბიჯებიც იყო თავიდან, მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ უამრავ ადამიანზე, რომელიც ეწამა, რომელმაც სიცოცხლე დაკარგა, საცხოვრისი, ჯანმრთელობა, ქონება, და ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომელმაც დაკარგა ტერიტორიების მნიშნელოვანი ნაწილი, რასაკვირველია, არ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, არის თუ არა სააკაშვილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროგრესი უზრუნველყოს საქართველოში.  ეს შედეგები თვალნათელია და ამ შედეგების უგულვებელყოფა ან თქმა იმისა, რომ ეს არ ხდებოდა, შეუძლებელია", - განაცხადა ვოლსკიმ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics