04:44 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-10 12:04:21, 639 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ აზერბაიჯანი ცდილობს ცეცხლის შეწყვეტამდე შეცვალოს სიტუაცია

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერი შუშან სტეპანიანის განცხადებით, აზერბაიჯანის მხარე ცდილობს, რომ ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტამდე სიტუაცია შეცვალოს.

ამის შესახებ პრესსპიკერი სოციალურ ქსელში წერს.

„თავდაცვის არმიის ერთეულები მტრის ყველა თავდასხმას იგერიებენ, მიაყენეს დიდი ზარალი მის პირად შემადგენლობას. მტერი ცდილობს, რომ შეცვალოს სიტუაცია, სანამ 10 ოქტომბრის 12:00 საათი გახდება, როდესაც ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლი შეწყდება“, - წერს შუშან სტეფანიანი.

ცნობისთვის, გუშინ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთში შეხვედრაზე მთია ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics