23:44 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 22:28:35, 735 ნახვა

კომენტარი
იმნაძე „დინამო არენასთან“ შეკრებილ გულშემატკივრებზე - სხვებზეც ხომ უნდა ფიქრობდეთ?

„სხვებზეც ხომ უნდა ფიქრობდეთ?“ , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ შეკრებილმა გულშემატკივრებმა არ იფიქრეს თავიანთ ოჯახის წევრებზე.

„ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, ვინც გუშინ იქ იყვნენ? მეტს არაფერს არ ვიტყვი.

სხვაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ ხანდახან“ , - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბრეს საქართველოსა და ბელარუსის მატჩზე უეფას რეკომენდაციის მიუხედავათ, საქართველოს მთავრობამ „დინამო არენაზე“ მაყურებელთა მხოლოდ 30%ის დასწრება ყოველგვარი რეკომენდაციების დაცვით რისკად აღიქვა და ნებართვა არ გასცა.

გულშემატკივარი ნაკრების თამაშის საყურებლად სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან შეიკრიბა, სადაც დამონტაჟებული იყო ეკრანი.

გულშემატკივართა რაოდენობის გამო წერეთლის გამზირი ნახევრად პარალიზებული იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics