|
2020-10-08 16:01:41, 563 ნახვა
რეგიონი
პროგრამაში „ქართული ჩაი“ სახელმწიფო დაფინანსების ოდენობები გაიზარდა
სახელმწიფო პროგრამაში „ქართული ჩაი“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო დაფინანსების ოდენობები გაიზარდა. განხორციელებულ ცვლილებებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა განცხადება. „ფერმერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის გარკვეული თანადაფინანსება გაზრდილიყო. კოოპერატივების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება გაიზარდა 90%-მდე და შეადგენს ერთ ჰექტარზე 3 ათას ლარს, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თანადაფინანასება იქნება, მაქსიმუმ, 70% და შეადგენს 2 500 ლარს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. პროგრამა ითვალისწინებს აგროტექნოლოგიური გეგმის შედგენას, რომელიც ბენეფიციარმა თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს. მომდევნო 2 (ორი) წლის განმავლობაში, პროგრამის ბენეფიციარმა ყოველწლიურად უნდა აწარმოოს 2 000 კგ ნედლი ფოთოლი, არანაკლებ 1 ჰა-ზე და 1 000 კგ ნედლი ფოთოლი - ბიოჩაის მოყვანის შემთხვევაში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში უკვე შეიქმნა ჩაის გადამმუშავებელი არაერთი საწარმო, ხოლო ჩაის ნედლეული მცირეა, პროგრამის ბენეფიციარებს აღარ ექნებათ საწარმოს შექმნის ვალდებულება. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წელს დაიწყო; პროგრამაში ჩართულია 39 ბენეფიციარი; პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა 1,192 ჰა გაველურებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, მათ შორის, 790 ჰა სახელმწიფოსაგან იჯარით აღებული ფართობებია.
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)