|
2020-10-07 13:26:28, 663 ნახვა
სამართალი
ლუკა სირაძის ოჯახი მარიანა ჩოლოიანის ადვოკატს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
ლუკა სირაძის ოჯახი ბრალდებული ადვოკატის, მარიანა ჩოლოიანის უფლებადამცველს, გაგი მოსიაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც გარდაცვლილის ძმამ, ბექა სირაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოსიაშვილის განცხადება, რომ ლუკა სირაძეს მორფი შენობის სახურავიდან გადმოვარდნამდე ჰქონდა გაკეთებული, სისულელეა. „არის ორი ექსპერტიზის დასკვნა. ერთი სისხლის ნიმუში არის აღებული ასფალტიდან, სადაც ლუკა დავარდა, ხოლო მეორე სისხლის ნიმუში არის წამოღებული საავადმყოფოდან. პირველ სისხლის ნიმუშში არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჩანს, ხოლო მეორე სისხლის ნიმუშია არის მორფინი და სამედიცინო დანიშნულებისთვის გამოყენებადი ნივთიერებები, ტკივილგამაყუჩებლები, რაზეც ისინი ამტკიცებენ, რომ ლუკას მორფი გადმოვარდნამდე ჰქონდა გაკეთებული. ჩემი აზრით, ეს არის სისულელე და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ლუკას სახელი შეარცხვინონ ხალხში. მარიანა ჩოლოიანს ბრალი წარდგენილი აქვს ჩვენების იძულებით ჩამორთმევაზე და განყოფილების გარეთ მომხდარ პროცესებზე ისინი ჩემი აზრით, კომენტარს არ უნდა აკეთებდნენ. ბრალი წაყენებული რომ ჰქონდეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, მაშინ კიდევ შესაძლო იქნებოდა ამაზე საუბარი. შეუძლებელია, ჩემი აზრით, 15 წლის ბავშვი წამოვიდეს, მორფი იყიდოს, სახურავზე ავიდეს, მორფი გაიკეთოს და ისე გადმოვარდეს, ცოტა აზრთან მიახლოებულ რამეზე რომ ვსაუბრობდეთ კიდევ ხო, მაგრამ მორფზე საუბარი სისულელეა, არც უნდა განიხილებოდეს“, - განაცხადა ბექა სირაძემ. ცნობისთვის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გუშინ განაცხადა, რომ ლუკა სირაძის სისხლში დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა. მანვე აღნიშნა, რომ ლუკა სირაძემ შესაძლოა თავი კი არ მოიკლა, არამედ გადავარდა.
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)