|
2020-10-06 11:06:08, 408 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ბაღები ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე ახალი წესებით მუშაობის პრინციპს თბილისის N44 საჯარო ბაღში გაეცნო, სადაც სხვა ბაღების მსგავსად, ეზოში მინიშნებები და დეზობარიერები განთავსდა, მოეწყო დაყოვნებისა და საიზოლაციო სივრცეები, მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და სხვა. კახაბერ გვანცელაძემ საძინებელ ოთახებში საწოლების განაწილებაც შეამოწმა. ახალი რეგულაციით, ბავშვები საწოლებში უნდა განთავსდნენ იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი სახით კონტაქტი. ასევე, ბაღების სააგენტომ შეიძინა მეთოდური მასალები, რომლებიც თითოეული ბავშვისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ ჩანთაშია მოთავსებული. ყველა სააღზრდელო ჯგუფში განისაზღვრა სივრცეები სხვადასხვა აქტივობისთვის, რათა ბავშვთა მცირე ჯგუფების დისტანცირება მოხდეს. „რეგულაციების დამტკიცებისთანავე, მათი აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება დავიწყეთ, რაც მოითხოვდა, როგორც გარკვეული ინვენტარის შესყიდვას, ასევე, პერსონალის გადამზადებას. საკმაოდ მოკლე დროში აღვჭურვეთ და მოვაწყეთ ბაღები დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად, რის შემდეგაც, თითოეული დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს შრომითმა ინსპექციამ დეტალურად შეამოწმა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის საჯარო ბაღები აღსაზრდელების მისაღებად მზადაა“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყება 12 ოქტომბერს იგეგმება. ქალაქის 183 ბაგა-ბაღში 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)