|
2020-10-03 11:36:58, 489 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენციაში ბავშვთა უფლებების შესახებ მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში: „ბავშვთა უფლებები საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“. ღონისძიება მიზნად ისახავდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, დიპლომატიური კორპუსის და პარტნიორი ქვეყნების აკადემიური სფეროს მოღვაწეების ჩართულობით დისკუსიის გამართვას ბავშვის უფლებათა სწავლების ინტეგრირებაზე უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელთა მოდულებში. მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია ბავშვის უფლებათა დაცვის გაძლიერებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მიღწეულ პროგრესზე და სამომავლო გეგმებზე. ნინო ცაციაშვილმა ისაუბრა ასევე ბავშვის უფლებათა კოდექსის მოთხოვნების სასწავლო კურიკულუმში ინტეგრირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აკადემიის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სპეციალიზებული დანაყოფის შექმნისა და ბავშვის ინტერსებზე მორგებული გარემოს შექმნის მიზნით სხვადასხვა დეპარტამენტებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, სამართალწარმოების ეტაპზე ბავშვის საუკეთესო ინტერსების მხარდაჭერაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის მუშაობის შედეგად. დასასრულს, მინისტრის მოადგილემ მზადყოფნა გამოთქვა სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)