13:33 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-02 19:51:59, 601 ნახვა

პოლიტიკა
ფოფხაძე - ვერც ერთ ბანერებზე ვერ მნახავთ, არ მაქვს ამის ფული, ჩემი ერთადერთი რესურსი არის ის, რაც მე ადამიანურად გამაჩნია

"ვერც ერთ ბანერებზე თქვენ ვერ მნახავთ,არ მაქვს ამის ფული,ჩემი ერთადერთი რესურსი არის ის, რაც მე ადამიანურად გამაჩნია" , - ამის შესახებ პარტია ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის აღმასრულებელი მდივანმა, გედევან ფოფხაძემ განაცხდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხალხს გამოფხიზლება სჭირდება და მისი ქმედებები სწორად მიაჩნია.

"პირდაპირ გეტყვით, რას ემსახურება სპარტაკზე განცხადება, მე არ მაქვს იმის ფული, რომ ბანერები გამოვაკრა. ვერც ერთ ბანერებზე თქვენ ვერ მნახავთ. იმისთვის, რომ მივიქციო ხალხის ყურადღება, მე მომიწევს ვიყო ცოტა ეპატაჟური, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკაში არ მიყვარს და მგონია, რომ ეს ცუდია. 

ჩემი მხრიდან ეს არის მცდელობა, მივიპყრო იმ ადამიანების ყურადღება, რომლებიც ცოტა თვლემენ, ცოტა მიძინებული არიან და ცოტა ინერტულები არიან ამ ვითარებაში, ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ და ერთმანეთს მოვუსმინოთ, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ამის გამო, შეიძლება, ვიღაცისთვის სასაცილო, მიუღებელი ან დასაძრახი ვიყო, მაგრამ მე ეს რესურსი მაქვს, რომ ყურადღება მივიქციო.

მე ვერ გამოკრავ 100 000-იან ბანერს მარჯანიშვილზე ან წერეთელზე და ვერ ვეტყვი, რომ შეხედეთ, გედი ფოფხაძე თქვენთან კენჭს იყრის, ჩემი ერთადერთი რესურსი არის ის, რაც მე ადამიანურად გამაჩნია - შემოვუძახო ვიღაცას, ვუთხრა, მომაქციე ყურადღება, მეც მომისმინე, ეგებ კაის და ჭკვიანურს გეუბნები" , - განაცხდა გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics