11:33 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 14:41:55, 668 ნახვა

პოლიტიკა
რევაზ არველაძე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ითხოვს.

როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საგანგებო მდგომარეობა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეწყდეს.

„უკეთესი იქნებოდა არ გაუქმებულიყო საგანგებო მდგომარეობა და შენარჩუნებულიყო კომენდანტის საათი, ვთქვათ, 22:00-დან 7:00 საათამდე ისეთი შეზღუდვებით, რომლის დროსაც ბიზნესის ზიანი მინიმალური იქნებოდა. ჩვენ გვახსოვს, მარტში, როდესაც დღეში მაქსიმუმ 9 პიროვნება სნეულდებოდა, შემოვიღეთ საგანგებო მდგომარეობა. ახლა კი, სექტემბერში სამჯერ მეტი დაინფიცირდა, ვიდრე თებერვალ-აგვისტოში მთლიანობაში. გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ასეთი მდგომარეობა შემაშფოთებელია. უკეთესი იქნებოდა, არ გაუქმებულიყო საგანგებო მდგომარეობა და შენარჩუნებულიყო კომენდანტის საათი.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეწყდეს ეს საგანგებო მდგომარეობა, რადგან არჩევნებმა ნორმალურად ჩაიაროს და შემდეგ სიტუაციის მიხედვით აღდგეს ან არა. ვფიქრობ, არ უნდა დაველოდოთ როდის გაიზრდება დაავადებულთა რაოდენობა სიკვდილიანობის მაჩვენებლების პროპორციულად“, - განაცხადა რევაზ არველაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics