00:59 - 29 Jun, 2026
|
2015-09-17 13:31:19, 694 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო - კაბალაში მომხდარ ფაქტზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გუშინ ღამით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მომხდარი ფაქტის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, მომხდარის მიზეზებს შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. „თავდაცვის სამინისტრო დაზარალებულის ოჯახს სრულად აუნაზღაურებს სსსტც “დელტას“ მიერ მიყენებულ ზარალს“,- აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, გუშინ, „დელტას“ მიერ სეტყვასაშიში ღრუბლების აქტიური დამუშავების პროცესში ერთ-ერთი ჭურვი ადგილობრივი მოსახლის სახლს დაეცა. დამწვარია სახლის სახურავი და გაბზარულია კედლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)