10:34 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-28 16:00:43, 512 ნახვა

პოლიტიკა
ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია 72 საათში ერთხელ PCR-ტესტირებას გაივლის

ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სრული შემადგენლობით, 72 საათში ერთხელ სავალდებულო PCR-ტესტირებას გაივლის.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსცენტმა განუცხადა.

მათი ინფორმაციით, უცხო ქვეყანაში ვიზიტიდან დაბრუნებისას საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის №322-ე დადგენილებით არის განსაზღვრული.

დადგენილების თანახმად, საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები, უცხო ქვეყანაში ვიზიტიდან დაბრუნებისას ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ  PCR კვლევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში 29-30 სექტემბერს შედგება. გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ყველა წევრს, ბრიუსელში გამგზავრებამდე PCR კვლევა უკვე ჩაუტარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics