20:33 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-26 13:30:40, 707 ნახვა

სამართალი
დავით ფურცხვანიძეს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს

„სპუტნიკ ტვ”-ს დამფუძნებელ დავით ფურცხვანიძეს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს.

ფურცხვანიძის ადვოკატის, ნოდარ მესხის განცხადებით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

„ამ ეტაპზე ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას, მას ბრალი წარედგინა ორი მუხლით, 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მეორე მუხლია 370-ეს მეორე ნაწილი. ლოგიკურია, რომ რადგან ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, მეც არ გამაჩნია ინფორმაცია, რომ მოგაწოდოთ. მე, ალბათ, მოვითხოვ აღკვეთი ღონისძიები გარეშე დატოვებას, მაგრამ გააჩნია პროკურატურის პოზიციას“, -  განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ დავით ფურცხვანიძე არის პირი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ე.წ სატელიტის ფოტოები მიაწოდა. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული კადრები დამონტაჟებულია და 2019 წლით თარიღდება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics