|
2020-09-25 13:04:36, 620 ნახვა
სამართალი
გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებასთან აქციაა - მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები ციხის უფროსის სამართლებრივ პასუხისგებას ითხოვენ
გლდანის ციხესთან მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები გლდანის ციხის უფროსის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვენ. მათი თქმით, N8 პენიტენციური დაწესებულებაში ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა, რადგან მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა. „ბატონი ქინქლაძე, რომელიც ჯალათად არის გადაქცეული, აგრძელებს პატიმრებზე ზეწოლას. მან დაარეკინა რამდენიმე ადამიანს, რომ თითქოს მე აქცია არ უნდა გამეკეთებინა და არ უნდა მეთქვა ის სიმართლე, რაც არის. ვპირდები, რომ ამას არ ვაპატიებ. არ ვაპატიებ, რომ ასე ექცევა პატიმრებს. ის მთვრალი დადის ციხეზე და პატიმრებს შეურაცხყოფას აყენებს, იქ ჰყავს პრივილეგირებული პატიმრები, რომლებსაც არ ეხება, ხოლო ვისთანაც გასდის ცუდ დღეში აყენებს. ფაქტია, რომ მის უფლებამოსილებებს ბოროტად არღვევს. ის აპელირებს, რომ თურმე ქალბატონი წულუკიანისა და ბატონი ბიძინას ახლობელია“, - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ. ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ინფორმაცია, რომ N8 პენიტენციური დაწესებულებაში ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა, რადგან მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა, ამ დაწესებულების დისკრედიტაციას ემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)