10:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 13:58:36, 1759 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი 76 წლის კაცია, რომელიც ბათუმის ცხელების ცენტრში მკურნალობდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი 76 წლის კაცია, რომელიც ბათუმის ცხელების ცენტრში მკურნალობდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე რთულად იყო შეფასებული.

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა.

კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ19." - ამბობენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა და ჯამში, კოვიდ19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics