14:26 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-22 16:00:00, 619 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია - პასუხების პერიოდი გაიზარდა დიდი რაოდენობით ტესტების გამო, თუმცა 7-8 დღიანი დაგვიანება არ ყოფილა

ტესტირებაზე პასუხის 7-8 დღიანი დაგვიანება ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა იყო გარკვეული დაგვიანება იმ კუთხით, რომ თუკი წარსულში 24 საათის განმავლობაში გვქონდა პასუხი, დიდი რაოდენობის ტესტირებების გამო დაყოვნების პერიოდი დაახლოებით სამ დღემდე გაიზარდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პირებმა, რომლებსაც კოორნავირუსზე ტესტირება აქვთ ჩატარებული, პასუხების მოლოდინის დროს თვითიზოლაციის წესები უნდა დაიცვან.

„ტეტსირებაზე პასუხის 7-8 დღიანი დაგვიანება ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა იყო გარკვეული დაგვიანება იმ კუთხით, რომ თუკი წარსულში 24 საათის განმავლობაში გვქონდა პასუხი, დიდი რაოდენობის ტეტსირებების გამო დაყოვნების პერიოდი დაახლოებით სამ დღემდე გაიზარდა.

ზოგიერთ შემთხვვაში პასუხის გადამოწმება ხდება საჭირო, რასაც შესაძლოა, დამატებითი დრო დასჭირდეს. საველე ტესტირების პასუხები ამ ეტაპისთვის ამოწურულია. ვფიქრობთ, ხვალ, ზეგიდან უკვე 24-საათიანი ტესტირების პასუხს დავუბრუნდებით. მთავარია, როდესაც ადამიანი მომლოდინე რეჟიმშია, თვითიზოლაციის პირობები უნდა დაიცვას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics