|
2020-09-22 01:20:02, 455 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების” ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
"ქართული ოცნების" ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ახალგაზრდებთან აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობს. ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატი, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად, „ქართული ოცნების" ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს, განათლების პროგრამებზე, ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობებზე და სამომავლო გეგმებზე. „ქართული ოცნება" არის პროგრესული, მომავალზე ორიენტირებული გუნდი და ჩვენ, ქვეყნის მმართველობის პროცესში გვინდა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ. ახალგაზრდები არიან მთავარი ძალა ქვეყნის განვითარების პროცესში და სწორედ, მათთან ერთად ვქმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. „ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების განათლება, დასაქმება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ მათთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ თემებზე, სამომავლო გეგმებზე და აქტიურ თანამშრომლობაზე. ჩვენს გუნდთან ერთად ვიზრუნებ ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის და ვიქნები მათი მხარდამჭერი," - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)