08:24 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 20:47:05, 626 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა - ძალიან სამწუხაროა, მაგრამ „ენმ“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს ემსგავსებიან

„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ „ენმ“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს ემსგავსებიან“ , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა უგულავმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილისა და სააკაშვილის განცხადებები ერთმანეთს ემსგავსება.

„სამწუხაროდ, აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება ვიხილეთ, ბატონმა სააკაშვილმა ერთი კვირაც ვერ გაძლო, რომ გამოეჩინა თავისი რეალური სურვილი, ის რაც საზოგადოებას სთავაზობს, ანუ საკუთარ თავს პირველ პირად, ეს უკვე არის წარსული, სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის პირველი პირი და შესაბამისად, 2020 წელს, მისი თავიდან შეთავაზება არის უბრალოდ წარსულის შეთავაზება.

ივანიშვილს სურს, შეინარჩუნოს სტატუს-კვო, ანუ ის ჭაობი, სადაც მან ქვეყანა ჩაიყვანა, ხოლო სააკაშვილი სთავაზობს წარსულს. ქვეყანას კი სჭირდება მომავალი, გარდამტეხი ცვლილებები მომავლისაკენ. აქედან გამომდინარე, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ენმ და ქართული ოცნება თავის მიმართებებსა და სურვილებში ხშირად ერთმანეთს ემსგავსებიან”, - განაცხადა გიგა უგულავამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics