08:24 - 02 Aug, 2026
|
2020-09-21 15:50:10, 576 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ვწუხვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია მანდატებისთვის ბრძოლის გზა
„ვწუხვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია მანდატებისთვის ბრძოლის და არა გამარჯვების გზა“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არის მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის შენარჩუნება. „ძალიან ვწუხვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია მანდატებისთვის ბრძოლის და არა გამარჯვების გზა. გამარჯვების გზა არის არა სხვა ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმა, არამედ ოპოზიციისთვის საერთო ფრონტის შექმნა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არის მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის შენარჩუნება“, - განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)