|
2015-09-16 09:34:15, 629 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია: ხდება კახელების მტრის ხატის შექმნა და ეს ძალიან საშიში ტენდენციაა
ხდება კახელების მტრის ხატის შექმნა, თითქოს ეს ხალხი არის უმადური და ასე შემდეგ, ეს ცუდი, ძალიან საშიში ტენდენციაა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შთაბეჭდილება რჩება, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ამ პროცესის ხელშეწყობა ხდება. „ჩემთვის ყველა რეგიონი თანაბრად მნიშვნელოვანია, არც მეტი არც ნაკლები, თანაბრად მნიშვნელოვანი. თხილის ფასი არის ლამის მესამედზე ჩამოსული, სიმინდის ძალიან ცუდი მოსავალია, შიდა ქართლში ნახეთ რა მოხდა, იქ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაც არ აქვთ. იგივე იყო სამცხე-ჯავახეთში. როგორ განვსაზღვრო მე პრიორიტეტი? რატომ ერთი კი და მეორე არა? ყურძენი მარტო კახეთში არ მოდის და ძალიან ლეგიტიმური იყო ეს კრიტიკა, მე ვიღებ ამ კრიტიკას. რა თქმა უნდა, არასწორია სუბსიდირებაც და ამ კრიტიკასაც ვიღებ, მაგრამ ამ კახელ გლეხებს წარმოგიდგენიათ რა ბედი ელოდათ, ეს რომ არ ყოფილიყო? კიდევ ერთი რამ, თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელს და ხდება კახელების მტრის ხატის შექმნა, თითქოს ეს ხალხი არის უმადური და ა.შ. ეს ცუდი ტენდენციაა, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და მე მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით პოპულისტ პოლიტიკურ ძალებს, დაანებონ ამ თემით სპეკულაციას თავი, ეს არის ძალიან საშიში და ცუდად შემოუტრიალდებათ მათ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)