|
2015-09-15 20:51:22, 696 ნახვა
საზოგადოება
მეწარმე: რუსეთზე დამოკიდებულია „სოკო“ კომპანიები, რომლებიც შარშან გაჩდნენ
კომპნია „თბილღვინოს“ წარმომადგენელის ზურა მარგველაშვილის განცხადებით, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულია „შარშან გაჩენილი სოკო“ და არა წარმატებული ღვინის კომპანიები. ამის შესახებ მან აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ყურძნის სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მეწარმემ ღვინის კომპანიების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერაზეც ისაუბრა. „რუსეთზე მე ვარ და ვიყავი დამოკიდებული 25%–ით. წარმატებული კომპანიები რუსეთზე დამოკიდებულები არ ვართ, რუსეთზე დამოკიდებულია ის „სოკო“ კომპანიები, რომლებიც შარშან გაჩდნენ, ზოგი ვიღაც მომღერლის ფულით და ზოგი პოლიტიკოსის. ჩვენ სახელმწიფო ძალიან გვეხმარება. მე არც თქვენი (ნაციონალური მოძრაობის) მომხრე ვარ და არც ამათი (ქართული ოცნების), მე ვარ ჩემი ქვეყნის, ოჯახის მომხრე. 50%–იან თანადაფინანსებას მიკეთებს სტენდის ტერიტორიაზე, ღვინის ნიმუშების გაგზავნაზე, ერთადერთი მე ავიაბილეთი უნდა შევიძინო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ბოლო სამი წელია, გლეხობას სახელმწიფო აბსოლუტურად უსასყიდლოდ მიწას უმუშავებს, ეს უპრეცედენტოა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)