|
2020-09-18 17:29:08, 806 ნახვა
სამართალი
ბრალდებულ მერაბ ბესელიას ადვოკატი - რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირება ფინანსებს არ უკავშირდება
რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, მერაბ ბესელიას ადვოკატის განცხადებით, რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირება ფინანსებს არ უკავშირდება. მისი თქმით, სამართლებრივი შეფასების ნაწილში ბრალდების მხარეს ბოლომდე არ ეთანხმება. „სამართლებრივი შეფასების ნაწილში ბოლომდე არ ვეთანხმები ბრალდების მხარეს და არსებობს განსხვავებული სამართლებრივი მოსაზრებები. რა ბრალი ექნება წარდგენილი და რა მტკიცებულებებზე იქნება ეს ბრალი დაყრდნობილი ამას გავეცნობით და ჩამოვყალიბდებით. გაისროლა თუ არ გაისროლა, შიგნით რომ შევალ და უკან დავბრუნდები მაშინ მოგახსენებთ. ეს არის წმინდა პირადი დაპირისპირება უშუალოდ ამ ორ სუბიექტს შორის. შეიძლება ეს იყოს სამსახურთან ნაწილობრივ დაკავშირებული, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ფინანსებთან“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსნებთ, რომ რაგბის კავშირში დაპირისპირება 2 დღის წინ მოხდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი. მერაბ ბესელია სამართალდამცველებმა მცხეთაში აიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)