|
2020-09-16 17:47:17, 1085 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდი და აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესახებ ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს
„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დღეს გამოქვეყნებულ რელიზში დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის, გადასახადების მიზნობრივი შემსუბუქება და ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების გაწევა მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად და აღნიშნა, რომ ის წარმატებულია სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე პანდემიის უარყოფითი გავლენის შეკავების თვალსაზრისით. საგულისხმოა, რომ სავალუტო ფონდის შეფასება უნისონში მოდის აზიის განვითარების ბანკის მოსაზრებებთან, რომელიც მან 2020 წლის ყოველწლიურ რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვაში საქართველოსთან მიმართებაში გამოთქვა. ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველოში პანდემიის გავლენის მიუხედავად სტაბილიზაციის ნიშნები სახეზეა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებების კომენტირებისას განაცხადა. ორივე საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზი 2021 წლის საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიურია - აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.5%-ით გაიზრდება. უფრო ოპტიმისტურია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკა მომავალ წელს 5 პროცენტით გაიზრდება. „ორივე ორგანიზაცია თავის შეფასებებში განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის ეფექტურობაზე. სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, წლის მეორე ნახევრიდან ადგილობრივმა მოთხოვნამ ზრდა დაიწყო, რაც არის იმის გარანტია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, ეკონომიკა შეძლებს ჩვეული ტემპებით მუშაობის გაგრძელებას. მისიის განცხადებით გადასახადების მიზნობრივი შემსუბუქება და მოწყვლადი სოციალური ფენების დახმარება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეკავების თვალსაზრისით. რაც შეეხება აზიის განვითარების ბანკს, ეკონომიკასა და საინვესტიციო კლიმატზე პანდემიის უარყოფითი ზემოქმედების მიუხედავად, მას საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები არ გაუუარესებია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად საქართველოს მთავრობა წარმატებით აგრძელებს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას და სწორედ ეფექტიანი ანტიკრიზისული ღონისძიებები და მიმდინარე რეფორმები არის იმის საფუძველი, რომ ეკონომიკა მალე დაუბრუნდება პანდემიამდე არსებულ პოზიტიურ ტრენდს“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)