|
2015-09-15 15:48:50, 642 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა გურულებს „ალეგრობა“ მიულოცა
„ალეგრობა“ ჯერ კიდევ 170 წლის წინ დაარსდა და ყოფილმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ, სწორედ „ოზურგეთობიდან“ დააარსა თბილისობა, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთელებს „ალეგრობა“ მიულოცა. პრემიერი ოზურგეთში დღეს სახალხო ზეიმს დაესწრო და დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობას მიესალმა. ირაკლი ღარიბაშვილმა გურულებს პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ისინი განსაკუთრებული მსოფლმხედველობითა და პროგრესული აზროვნებით გამოირჩევიან. „გურულები გამორჩეულად ნიჭიერი ქართველები არიან და ამ დღესასწაულის სახელითაც ჩანს, რაოდენ პროგრესულად მოაზროვნეა გურული კაცი. გურია არის, იყო და ყოველთვის იქნება ქართული პოლიტიკის, თანამედროვე, პროგრესული აზროვნების ცენტრი. მინდა, ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა, გაძლიერება, მშვიდობა, რაც არის სტაბილურობისა და განვითარების საწინდარი. გურია ჩემთვის და ყველასთვის არის უნიკალური მხარე, თავისი გამორჩეული ადამიანებით. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, პატივისცემით მოგესალმებით ყველას, ძალიან მიყვარხართ!“ - მიმართა პრემიერმა „ალეგრობის“ დღესასწაულზე შეკრებილ გურულებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)