|
2020-09-11 14:34:24, 2388 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - „ქართული ოცნების“ ოცეულზე ჩვენს ოპონენტებს სერიოზული კომენტარები არ ჰქონდათ და ვერც ექნებოდათ
„ქართული ოცნების“ ოცეულზე ჩვენს ოპონენტებს სერიოზული კომენტარები არ ჰქონდათ და ვერც ექნებოდათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპონენტები საუბრობენ იმაზე რომ სიაში ცვლილებები არაა მაშინ, როდესაც ტავად წლებია პარტიებში ახალი სახეები არ ჰყოლიათ. „მესმიs, რომ ჩვენს ოპონენტებს სერიოზული კომენტარები არ ჰქონდათ და ვერც ექნებოდათ. მე ვერ ვნახე საქმიანი გამოხმაურება. ძირითადად ადამიანები, რომლებიც ბოლო 20 წელია საზოგადოების ნდობას ვერ იმსახურებენ, ისინი ამბობდნენ რომ ამ სიაში განახლებას ვერ ხედავენ, მაშინ, როდესაც ოცეულში მნიშვნელოვანია განახლებაა. ამ ოპონენტებს დღემდე არ აქვთ იმის საშუალება რომ საკუთარ პოლიტიკურ პარტიებში მცირედი განახლება გააკეთონ“, - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)