20:16 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-09 14:38:37, 2589 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მინდა ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქართული წარმოების საშენ მასალას და შეიძინონ ადგილობრივი პროდუქცია

„მინდა ყველას მოვუწოდო, პირველ რიგში, სამშენებლო ბიზნესს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქართული წარმოების საშენ მასალას, ქართულ მარმარილოს, ბაზალტს და სხვა ქართულ პროდუქციას, შეიძინონ ადგილობრივი მასალა და არა იმპორტირებული", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „ჯეოსტოუნის" მარმარილოსა და ბაზალტის გადამამუშავებელ საწარმოში ვიზიტისას განაცხადა.

კომპანია „ჯეოსტოუნი" სასარგებლო მინერალებისა და ბუნებრივი ქვების მოპოვების სექტორში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ბუნებრივი ქვის მოპოვებაზე, წარმოებაზე, დამუშავებასა და ტრანსპოტირებაზეა სპეციალიზირებული. კომპანია ასევე ფლობს ბაზალტისა და კირქვის კარიერებს, საიდანაც მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს.

კომპანიაში თითქმის 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე დასაქმებულია 24 ადამიანი.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართული  მარმარილო, რომელიც მოიპოვება ლოპოტაზე და გადამუშავდება კომპანია „ჯეოსტოუნის" მიერ, არამხოლოდ ქართულ ბაზარს მიეწოდება, არამედ ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრალია და ჩინეთი, სადაც ქართული მარმარილო კონკურენტულია. მინდა მოვუწოდო  ყველას საქართველოში, პირველ რიგში, სამშენებლო ბიზნესს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქართული წარმოების საშენ მასალას, ქართულ მარმარილოს, ბაზალტს, სხვა ქართულ პროდუქციას და შეიძინონ ადგილობრივი მასალა და არა იმპორტირებული", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics