|
2020-09-07 20:12:12, 3114 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთად შევძლებთ ქუთაისი ვაქციოთ წარმატებულ ქალაქად, თითოეული თქვენგანი ამ პროცესის თანამონაწილე იქნება
ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთად, წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახიანაურის უბანში მე-11 საჯარო სკოლის მიმდებარედ და ასევე, ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებ თანაქალაქელებს შეხვდა. კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. “მერად არჩევის შემთხვევაში, ვაპირებ, ვითანამშრომლო თითოეულ მოქალაქესთან, ვისაც მიაჩნია, რომ შეუძლია ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე ქუთაისისთვის საკეთილდღეო საქმე აკეთოს და დასაბუთებულად წარმოადგინოს ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტის და გამოწვევის დაძლევის მისეული ხედვა. მიმაჩნია, რომ ქალაქი კიდევ უფრო ძვირფასი ხდება ადამიანისთვის, როცა მასაც აქვს საკუთარი წვლილი შეტანილი და თუნდაც ერთი აგური დადებული მის მშენებლობასა და განვითარებაში. წარმატებული ქუთაისი იქნება არა მხოლოდ ერთი ადამიანის - ქალაქის მერის დამსახურება, არამედ ყველასი ერთად, თითოეული ჩვენგანის, ვინც ქუთაისის ნამდვილი და გულწრფელი გულშემატკივრები ვართ”,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)