01:56 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 17:51:12, 4045 ნახვა

სამართალი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ყალბი სატრანსპორტო დოკუმენტების გამოყენების ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე -  „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, შემოიტანეს 5 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი.

მებაჟე ოფიცრების მიერ, 3 ერთეულ სატვირთო ავტომობილზე, შესაბამისი გაფორმების პროცედურების განხორციელების მიზნით,  გამოიწერა სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის  მოწმობები.

2 ერთეული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ ესაჭიროებოდათ სპეციალური სავალდებულო ნებართვა.

აღსანიშნავია, რომ გადამზიდავი კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის  მიერ, უკვე წარმოდგენილ ნებართვებში მითითებული სატრანსპორტო საშუალებებს არ გააჩნდათ აღნიშნული ტვირთის გადაზიდვისათვის საკმარისი ტვირთამწეობა, რის გამოც მას მიეცა განმარტება შესაბამისი ტვირთამწეობის მქონე მანქანებთან ერთად, წარმოედგინა  ,,საგზაო მოძრაობის  შესახებ"  საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ნებართვა.

ხელმეორედ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ახალი ნებართვის ნომერი ზუსტად შეესაბამებოდა წინა ნებართვის აღრიცხვის ნუმერაციას და მასში შეცვლილი იყო მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ნომრები.

საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა ეჭვის საფუძველზე, გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის დასადგენად, ინფორმაცია გადაამოწმეს ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აღნიშნული ნებართვა არ იყო მათ მიერ გაცემული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. გამოძიება სსკ-ის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი დოკუმენტის წარდგენა, გამოყენებას გულისხმობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics