|
2015-09-14 13:14:11, 637 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით დღეიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით დღეიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა. „დღეიდან მასწავლებლები მომატებულ ხელფასს მიიღებენ. მათთვის ანაზღაურება მომავალ წელსაც გიზრდება. ეს ჩვენი პედაგოგებისთვის მოტივაციის მიმცემი იქნება. ისინი სახელმწიფოსგან ღირსეულ დაფასებას იმსახურებენ და ჩვენ ამას ვაკეთებთ“, - ირაკლი ღარიბაშვილმა ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა. „როდესაც ხელისუფლებაში მოვედით განათლების ბიუჯეტი 640 მილიონი ლარი იყო, წელს კი 900 მილიონ ლარს აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ განათლების ბიუჯეტი დაახლოებით 50%-ით გაიზარდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ასვე აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე 20 ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდება და დაახლოებით ათასი კი გარემონტდება. 2015-2016 აკადემიურ წლებში სკოლის პედაგოგის ხელფასი ორ ეტაპად გაიზრდება, ხოლო 2016-2017 წლებში ხელფასის ზრდა მასწავლებლის პროფესიაში შესვლისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით განხორციელდება. ოფიციალური ინფორმაციითვე, მეორე კარიერულ საფეხურზე სერტიფიცირებული მასწავლებლის ანაზღაურება გაიზრდება საშუალოდ 31-34%-ით. საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე კი 760 და 860 ლარით უნდა განისაზღვროს. 2016 წლის აპრილიდან, როგორც სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, საბაზო ხელფასი ამჟამინდელ ხელფასთან მიმართებაში 34%-ით გაიზრდება. მეორე კარიერულ საფეხურზე კი ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით, სრული განაკვეთის შემთხვევაში, საშუალოდ 47%-ით უნდა გაიზარდოს. საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე გახდება 875 და 1085 ლარი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)