01:59 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-05 15:08:09, 3063 ნახვა

პოლიტიკა
ჰუბერტ ქნირში - გერმანია საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისთვის დამკვირვებლების ჯგუფს ამზადებს

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, გერმანია ამზადებს დამკვირვებლების ჯგუფს საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისთვის, რომელიც ეუთო/ოდირის მისიის ნაწილი იქნება.

ქნირში დარწმუნებულია, რომ დამკვირვებლები სხვა ქვეყნებიდანაც იქნება წარმოდგენილი. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვეყოლება საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებზე. გერმანია უკვე ამზადებს დამკვირვებლების ჯგუფს, რომელიც ეუთო/ოდირის მისიას შეუერთდება. დამკვირვებლები სხვა ქვეყნებიდანაც იქნება წარმოდგენილი. მონიტორინგის პროცესი კი უნდა იყოს მტკიცე და ყოვლისმომცველი. ჩვენ, როგორც პარტნიორი ქვეყანა, ამ კუთხით შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ“, -  განაცხადა ელჩმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics