|
2020-09-04 10:10:30, 3550 ნახვა
ეკონომიკა
აგვისტოში FAO-ს ფასების ინდექსი შაქრისა და მცენარეული ზეთის ხარჯზე გაიზარდა
4 სექტემბერი 2020 თბილისი - FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - აგვისტოში 2.0%-ით გაიზარდა და 96.1 ქულა შეადგინა. აღნიშნული, 2019 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 7%-ით აღემატება. აგვისტოში, მცენარეულის ზეთზე ფასები წინა, ივლისის, თვესთან შედარებით 5.9%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა შეეხო, როგორც პალმის ასევე მზესუმზირის ზეთს. ზრდის მიზეზად, საწარმოო პროცესში შექმნილი შეფერხებები და მსოფლიოს მასშტაბით, პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდება. 6.7%-ითაა მომატებული FAO-ს შაქრის ფასების ინდექსიც, რასაც ხელი შეუწყო შაქრის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, ტაილანდში და ასევე ევროკავშირში, წარმოების შეფერხებამ და ჩინეთის მხრიდან პროდუქტზე გაზრდილმა მოთხოვნამ. აგვისტოში თითქმის უცვლელი დარჩა, FAO-ს რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ბალანსი ყველსა და რძის ფხვნილზე ფასების კლებამ და კარაქზე ფასების ზრდამ გამოიწვია. ფასების კლება განპირობებული იყო, ოკეანეაში რძისა და ყველის სეზონური მარაგების არსებობით. კარაქზე კი ფასმა გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე აიწია. ასევე, ფაქტობრივად უცვლელი დარჩა ხორცის ფასების ინდექსიც, რომელმაც ივნისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8.9%-ით დაიწია. საქონლისა და ღორის ხორცზე ფასების ვარდნას, ხელი შეუწყო პროდუქტის უხვმა მარაგებმა და მასზე არსებულმა დაბალმა მოთხოვნამ. ივლისთან შედარებით 2%, ხოლო, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7%-თაა მომატებული მარცვლეულის ფასების ინდექსი. სორგოზე ფასი 8.6%-ით გაიზარდა და 33.4 ქულა შეადგინა. ზრდის მთავარ მიზეზად, ჩინეთის მხრიდან მარცვლეულზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდება. რაც შეეხება ბრინჯს, მიუხედავად მარცვლეულის უხვი სეზონური მარაგებისა, პროდუქტზე ფასები 2.2%-ით გაიზარდა. ზრდას ხელი შეუწყო აფრიკაში მარცვლეულზე მაღალმა მოთხოვნამ.
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)