|
2015-09-14 09:44:49, 643 ნახვა
საზოგადოება
14 სექტემბერს ახალი საეკლესიო წელი იწყება
მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. საეკლესიო ახალ წლად აღნიშნული თარიღის დადგენის მიზეზად იმას მოიაზრებენ, რომ ძველი სტილით 1 სექტემბერს, შაბათ დღეს, ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე... ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული“. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენტის, რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიეცათ. შესაძლოა, ამის გამოა, რომ ბერძნულ ეკლესიაში საეკლესიო წელიწადის ათვლა (ძვ. სტილით) სექტემბერს იწყება და იკურთხება კიდეც „გვირგვინი წელიწადისა“. საეკლესიო ახალი წელი დღესაც ძველი სტილით 1 სექტემბერს, ახალი სტილით კი, 14 სექტემბერს აღინიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)