22:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-13 18:16:24, 609 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე: იმედი მაქვს, ჩვენი ხალხი ნარკომანიის სენს დაძლევს

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ნარკომანიაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ილია მეორემ ბრძანა, ახალგაზრდობის ნაწილი ნარკომანიის პრობლემის წინაშე დგას და იმედი გამოთქვა, რომ ამ ისინი ამ სენს დაძლევენ.

 „ყოველი ადამიანი უნდა მოემზადოს განსაცდელისათვის, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს.  მრავალი პრობლების წინაშე დგას ჩვენი ახალგაზრდობა.  ჩვენ ვერ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან, რაშიც ვიმყოფებით, რაშიც იმყოფება კაცობრიობა, ნარკომანია და სხვა,  სენი, რომელიც ახასიათებს დღევანდელ ახალგაზრდობას, ახალგაზრდობის ნაწილს, მაგრამ  იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხალხი დაჯილდოებულია ისეთი მადლით, რომ  ამ სენს დაძლევს“, – აღნიშნა ილია მეორემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics