|
2015-09-12 17:46:03, 591 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშილი ბერი ანდრიას სახელობის ფონდს ეწვია
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ბერი ანდრიას სახელობის ფონდს ეწვია. მინისტრმა ფონდის ბენეფიციარები მოინახულა. უწყების ინფორმაციით, მინისტრთან ერთად ფონდს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებიც ესტუმრნენ, მათ საჩუქრად ფონდს საყოფაცხოვრებო ნივთები, ტკბილეული და ფულადი დახმარება გადასცეს. ბერი ანდრიას სახელობის ფონდი 5 წელია ეხმარება სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, მათ ოჯახებს ყველა იმ საქმეში, რაც მკურნალობას, რეაბილიტაციას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ეხება. დაარსებიდან დღემდე დახმარება 160 ბავშვს და მათ ოჯახს გაეწია. დღეისათვის მათი მზრუნველობის ქვეშ 45 ბავშვი იმყოფება, რომელთაგან 19 კონტროლზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ძვირადღირებულ კვლევებს ფონდი სრულად აფინანსებს. ქიმიოთერაპიის მძიმე კურსის შემდეგ ბავშვი, დედა და ხშირ შემთხვევაში, მამა ან და-ძმები უფასოდ ცხოვრობენ ამ მიზნისთვის დაქირავებულ სარეაბილიტაციო სასტუმრო-სახლში, სადაც მათთვის ყველაფერი უფასოა. ფონდი ზრუნავს მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე, განვითარებაზე და სიცოცხლის ხარისხის ამაღლებაზე. ფონდი უზრუნველყოფს მკურნალობის დასაფინანსებლად საჭირო საბუთების მოგროვება - მოწესრიგებას, კვლევების დროულად ჩატარებას და ბავშვების საჭირო მედიკამენტებით მომარაგებას. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დახმარება და მხარდაჭერა ბერი ანდრიას ფონდისადმი ერთჯერადი არ არის და მომავალშიც გაგრძელდება.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)