00:23 - 02 Aug, 2026
|
2020-09-01 10:16:00, 1505 ნახვა
პოლიტიკა
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება
რეგლამენტის გათვალისწინებით, სექტემბრის პირველ სამშაბათს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. დღეს საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა და ბიუროს სხდომა ჩატარდება. სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდება, მათ შორის, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებისაც. ცვლილებების თანახმად, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი გავლენის მოხდენა ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. საშემოდგომო სესიის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანომ პლენარული სხდომების ფორმატში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და გენერალური პროკურატურის წლიურ ანგარიშსაც უნდა მოუსმინოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)