|
2015-09-11 21:20:20, 743 ნახვა
საზოგადოება
დაიწყო მიღება ახალი ამბების მედია სკოლაში
გაერთიანებული ნიუსრუმი (ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ სააგენტო „პირველი ნიუსი - საქართველო“) აცხადებს მიღებას ახალი ამბების მედია სკოლაში. მედია სკოლა არის სამთვიანი და ჟურნალისტიკის შესწავლის მსურველებისთვის. პროფესია და ასაკი შეზღუდული არაა. სწავლების ძირითადი პრინციპებია: წერის ჩვევები, აზრის ჩამოყალიბება, კომუნიკაბელურობა, ადამიანების გახსნა საუბრისას, დასახული მიზნის მიღწევა, ახალი ამბების წარმოების პროცესი, ტელეჟურნალისტიკა, მონტაჟი და ფოტორეპორტიორი. ამჟამად ჟურნალისტის პროფესია თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, ხოლო კვალიფიციურ ჟურნალისტზე მოთხოვნა - დღითიდღე იზრდება. თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით Global „გაერთიანებული ნიუსრუმი“ საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა შემდეგ საგნებში:
2, წერისა და ახალი ამბების დამუშავების პროცესი
ლექციების კურს გაუძღვებიან საქართველოში ცნობილი ჟურნალისტები, როგორც თეორიის სპეციალისტები ასევე პრაქტიკოსები. სკოლის მოსწავლეებს, საშუალება ექნებათ ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსში“ სააგენტო „პირველი ნიუსი-საქართველო“ და გამოცემა „არგუმენტში“ შეძლონ ნასწავლი თეორიის პრაქტიკულად განხორციელება.
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერთიფიკატი. სრული კურსის, როგორც თეორიის ასევე პრაქტიკის ღირებულებაა 300 (სამასი) ლარი
გამოაგზავნეთ თქვენი რეგიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი მეილზე news@epn.ge ან და expressnewsgeorgia@gmail.com -ბმულში მიუთითეთ მედია სკოლა - ან დარეკეთ ტელეფონზე 597 005 005
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)