|
2020-08-31 13:30:55, 3229 ნახვა
ეკონომიკა
ნიკო მჭედლიშვილი - საქართველოს რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელი დატოვება მიანიშნებს სარეიტინგო კომპანიის ნდობაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ
„საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის „S&P” - ის გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და პერსპექტივა “სტაბილური” უცვლელი დატოვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ანგარიში გამოქვეყნდა საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენების გათვალისწინებით. ამ ფონზე საქართველოს რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელი დატოვება ნათლად მიანიშნებს სარეიტინგო კომპანიის ნდობაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ“, - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა სარეიტინგო კომპანიის გადაწყვეტილება. საკუთარ გვერდზე „ფეისბუქის“ სოციალურ ქსელში ექსპერტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ანგარიშის იმ ნაწილზე, რომელშიც „S&P“ - ი შესაძლებლად მიიჩნევს საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაზრდას, თუ ეკონომიკური ზრდა აისახება შემოსავლების უფრო მაღალ დონეში და ქვეყნის ექსპორტი გახდება უფრო მეტად დივერსიფიცირებული, როგორც პროდუქტების, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით. სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ძლიერ მხარედ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება დაასახელა. „S&P“ - მ ეკონომიკის მნიშვნელოვან უპირატესობად საქართველოს ინსტიტუციური სიძლიერე მიიჩნია. „S&P“ ანგარიშში ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული, მოიცავს: ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ბიზნეს გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას, განათლებისა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმას. ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი და სიძლიერე მიანიშნებს მთავრობის შესაძლებლობაზე, უზრუნველყოს ვალის მშპ-თან ფარდობის შემცირება. აღსანიშნავია, რომ „S&P“ - ი მეორე სარეიტინგო კომპანიაა, რომელმაც საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის მიუხედავად, ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელი დატოვა. მანამდე კომპანია „Fitch“-მაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დატოვა.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)