|
2020-08-31 12:35:19, 1685 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - არჩევნების თარიღის დასახელების შემდეგ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის ბოლო ორი თვის ათვლა დაიწყება
არჩევნების თარიღის დასახელების შემდეგ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის ბოლო ორი თვის ათვლა დაიწყება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თარიღის გამოცხადებით „ევროპული საქართველოსთვის“ არაფერი იცვლება. „ამ თარიღის გამოცხადებით „ევროპული საქართველოსთვის“ არაფერი არ იცვლება. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ თარიღის გამოცხადების მერე ოფიციალურად დაიწყება ათვლა „ქართული ოცნების“ ბოლო ორი თვის ხელისუფლებაში. იმიტომ რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება“, - განაცხადა კაპანაძემ. ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების თარიღს დაასახელებს. კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები ოქტომბრის ბოლო შაბათს, ამ შემთხვევაში 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)